Page 5 - Product Brochure 2023-2024
P. 5
მცენარიდან პროდუქტამდე და თქვენამდე
“მცენარიდან პროდუქტამდე და თქვენამდე” პრინციპის
წყალობით, ფორევერი ალოეს უდიდესი მწარმოებელია
მსოფლიოში. ტეხასსა და დომენიკის რესპუბლიკაში 7500
აკრ ტერიტორიაზე 40 მილიონ მცენარეს ვზრდით და
საშუალოდ, 60 მილიონ ფუნტ ალოე ვერას ვაწარმოებთ
ყოველწლიურად. მოსავლის აღების შემდეგ ისინი ჩვენს
საწარმოებში ტრანსპორტირდება. თუმცა, ეს მხოლოდ
ალოე ვერა არ არის. ჩვენ ვიყენებთ ალოე ბარბადენსის
მილერს, რომელიც ალოეს სახეობებს შორის ნუტრიციული
კუთხით ყველაზე მეტად ღირებულია.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2200 წლიდან მოყოლებული, ადამიანები ალოე
ვერას მისი დამამშვიდებელი ეფექტისთვის იყენებენ. გასაკვირი არც არის,
რატომ. ალოე ვერას აქვს უძლიერესი სასარგებლო თვისებები, რომლებიც
აახლებენ სხეულს როგორც გარედან, ისე შიგნიდან. საჭმლის მონელებისა და
ბუნებრივი ენერგიის გაძლიერებიდან დაწყებული და კანის დამშვიდებითა და
კონდიცირებით დასრულებული, ალოე ვერას ფოთლის შიგთავსისგან
დამზადებული გელი ყველაფერ იმის საფუძველია, რასაც ფორევერში ვაკეთებთ.
სწორედ ამიტომაც ვართ ამ პროცესების მმართველნი თავად - ჩვენი მინდვრები,
ხარისხის კონტროლის ლაბორატორიები და სადისტრიბუციო არხები ქმნიან
ჩვენს პრინციპს სახელად “მცენარიდან პროდუქტამდე და თქვენამდე”.
მცენარის კულტივაცია
ალოეს მცენარეებს საგულდაგულოდ ვუვლით და დაახლოებით ერთი წლის
შემდეგ, როგორც კი ფოთლები სიმწიფის ფაზას მიაღწევენ, თითოეულს ვკრეფთ
ხელით. “ჩვენ ალოე ვერას ფოთლებს მხოლოდ მას შემდეგ ვიღებთ, რაც ისინი
სრულად დამწიფდებიან”, - ამბობს ლეონელ მესა, ოპერაციების უფროსი
დირექტორი. “ეს უზრუნველყოფს, რომ სუფთა ალოე ვერას გელის უდიდესი
რაოდენობა, ყველა მის საკვებ ნივთიერებასთან ერთად, შენარჩუნდეს მთელი
წარმოების განმავლობაში. ამ პროცესის ხელით გაკეთება კი საშუალებას
გვაძლევს ფორევერის გასაოცარ პროდუქტებში გამოსაყენებლად მივიღოთ
უმაღლესი ხარისხის ალოე “.
2023/24 მცენარიდან პროდუქტამდე და თქვენამდე / 05